Next-ის დოსიე

News

ორმხრივი შეთანხმება (მასალების აზიდვის, გაზის, წყლისა და დენის მრიცხველების დამონტაჟების თაობაზე)

ტრანზაქციული შეთანხმება, ხელმოწერილი და გადახდილი.

ორიგინალი (ქართული, ინგლისური): PDF

ქ.ბათუმი 17.02.2025წ.

ერთის მხრივ, შპს „ნექსთ ვაით“ (ს/კ: 445539855) (შემდგომში „მხარე 1“ წოდებული) და მეორეს მხრივ, ფიზიკური პირი ლუის ფერნანდო სჩულტზ ხავიერ და სილვეირა (პასპორტის ნომერი: FO169569) (შემდგომში წოდებული "მხარე 2"), ერთად წოდებულნი, როგორც „მხარეები“ ვმოქმედებთ რა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე შეთანხმებას შემდეგზე:

1. შეთანხმების საგანი

1.1. ამ შეთანხმების მიხედვით, მხარეები ვადასტურებთ, რომ ლუის ფერნანდო სჩულტზ ხავიერ და სილვეირას საკუთრებაშია ქ. ბათუმში, ინასარიძის ქ. N27-ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 1705 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 05.31.12.050) მრავალსართულიან, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ სახლში, მდებარე უძრავი ქონება მე-16 სართულზე მდებარე აპარტამენტი №11; №12.

1.2. მხარეები ვთანხმდებით, რომ მხარე 1, მხარე 2-ის კუთვნილ აპარტამენტში, დამატებით განახორციელებს აპარტამენტის რემონტისთვის საჭირო სამშენებლო მასალების, საჭირო ინვენტარის, ავეჯისა და ტექნიკის კონკრეტულ სართულამდე ლიფტით აზიდვას, ასევე აპარტამენტში არსებული ნარჩენების გადაყრას (ნარჩენი უნდა იყოს წინასწარ შეგროვებული და აპარტამენტის კართან მოთავსებული).

1.3. ამ შეთანხმების 1.2. პუნქტიდან გამომდინარე, მხარე 2 ვალდებულია, მხარე 1-ს დამატებით გადაუხადოს 2028 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში), რომელიც მხარე 2-მა სრულად უნდა გადაიხადოს 2025 წლის 28 თებერვლამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული დამატებითი შეთანხმება დაკარგავს იურიდიულ ძალას.

1.4. მხარეები ასევე ვთანხმდებით, რომ მხარე 1, მხარე 2-ის კუთვნილ აპარტამენტში, დაამონტაჟებს გაზის, წყლისა და დენის მრიცხველებს და განახორციელებს შესაბამისი აბონენტის რეგისტრაციას, რისთვისაც მხარე 2 ვალდებულია, მხარე 1-ს დამატებით გადაუხადოს 2400 ლარი 2025 წლის 28 თებერვლამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული დამატებითი შეთანხმება დაკარგავს იურიდიულ ძალას.

1.5. მხარეები ვთანხმდებით, რომ სარემონტო სამუშაოებისთვის, მასალების აპარტამენტამდე აზიდვის სერვისის მიწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 აპრილი.

1.6. მხარეები ადასტურებენ, რომ შეთანხმება არ შეიცავს რაიმე ბუნდოვანებას და აღნიშნული შეთანხმება, წარმოადგენს მხარეთა ორმხრივი თავისუფალი ნების შედეგს.

1.7 ხელშეკრულების ის პირობები (პუნქტები), რომელიც არ შეცვლილა ამ შეთანხმებით, რჩება უცვლელი და ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

2. მხარეთა რეკვიზიტები:

„მხარე 1“

შპს „ნექსთ ვაით“

დირექტორი - გოჩა აფაქიძე

,,მხარე 2''

ლუის ფერნანდო სჩულტზ ხავიერ და სილვეირა

⤒